ნათია ნარსია
ბუღალტერი
დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. შემდგომში 1999-2017 წლებში სწავლა განაგრძო, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, ,,IBM კურსი’’, ,,ორის-ბუღალტერია’’, ,,ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემების შემსწავლელი კურსი’’, ,,1C’’, ,,მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელი’’, ,,საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, IFRS’’ - საბუღალტრო და საფინანსო მიმართულებით. აქვს 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება. რვა წლის განმავლობაში იკავებდა მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის თანამდებობას. შემდგომი ცხრა წელი კი, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში, როგორიც არის: ,,RESOURCE INTERNATIONAL’’, ,,SG production სჯ პროდაქშენ’’, ,, კონვენტ ჯორჯია’’, ,,სიდა’’, ,,სედნაზერ’’ - მთავარი ბუღალტერის პოზიციას.