რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს?
მცენარე ოთახში აჯანსაღებს ჰაერს - გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშიროჟანგს. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, რომელი მცენარე უნდა გაახაროთ თქვენს სახლსა თუ ოფისში:
მცენარეები მისაღებისა და ოფისისთვის:
პატიფილუმი (Peace lily) - შთანთქავს ისეთ სიბინძურეებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, Trichloroethylene (გვხვდება პლასტმასში), ბენზოლი (გვხვდება საღებავებში), ქსილოლი (გვხვდება წებოში). მცენარეს უყვარს სინათლე. სამწუხაროდ, ეს მცენარე ტოქსიკურია ძაღლებისა და კატებისთვის, ამიტომ სახლში მათი ყოლის შემთხვევაში, იყავით ფრთხილად.
ფუფალა (Areca Plant) - პალმისებრთა ოჯახის ეს მცენარე აქტიურად ჟანგბადს დღისით გამოყოფს, აუმჯობესებს და აღადგენს ჰაერის ტენიანობას ზამთრის მშრალ დროს და შთანთქავს ტოქსინებს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს მცენარე ისეთ ოთახში იქნება, სადაც დიდ დროს ატარებთ. NASA-ს აზრით, ეს პალმა აქრობს ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველამჟავა). როგორც წესი, ამ ნივთიერებას შეიცავს ავეჯი და ხალიჩები.
მცენარეები საძინებლისთვის:
სანსევიერია (ე.წ. სიდედრის ენა Mother-in-law's tongue) - ეს მცენარე განსაკუთრებით აქტიურად ჟანგბადს სწორედ ღამით გამოყოფს, ამიტომ უმჯობესია ის საძინებელში გქონდეთ. მცენარის კიდევ ერთი პლუსი ის არის რომ უპრეტენზიოა - ადვილად იტანს ნებისმიერ პირობებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტენიან ჰაერს)
კაუჩუკის ფიკუსი (Rubber plant) - მცენარის მსუქანი და მუქი მწვანე ფოთლები, ფილტრავს ფორმალდეჰიდს, ბენზოლს, ამიაკს.
მცენარეები სამუშაო ადგილისთვის:
ეპიპრემნუმი (Money plant ან Golden pothos) - ეპიპრემნუმი ასევე შთანთქავს ტოქსინებს. შეგიძლიათ ის სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით დადგათ. მცენარე სწრაფად იზრდება და ხშირად მორწყვასაც არ საჭიროებს. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარეც ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის.
დრაცენა (Dracaena) - დრაცენა ჰაერიდან შთანთქავს: ბენზოლს, ქსილოლს, ტოლუოლს (არომატული თხევადი ნახშირწყალბადი; იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების, საღებავების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.) ანეიტრალებს მავნე ნივთიერბებს, რომლითაც გარემოს აბინძურებენ პრინტერები, ქსეროქსის მანქანები. გარდა ამისა, დრაცენას დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტი აქვს.