როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი?
ბავშვის ოთახის მოწყობისას პირველ რიგში დაიცავით უსაფრთხოების წესები და ოთახის მოწყობისას გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო რისკი.
ყურადღება მიაქციეთ:
ფანჯრებს - მათ სიმაღლეს, საკეტებს, შუშის სიმყარეს;
დენის სადენებსა და ჩამრთველებს - სადენები დაფარული და იზოლირებული იყოს, ჩამრთველები კი უსაფრთხო;
ავეჯი - ავეჯის უსაფრთხოება გულისხმობს მის კუთხეებს, განლაგებას, თაროების სიმაღლეს, სიმყარეს;კარის საკეტი - პატარა, რომ შემთხვევით, ან გამიზნულად არ ჩაიკეტოს ოთახში;
განათება - ყურადღება მიაქციეთ რომ დღისა და ოთახის განათება ბავშვის სამუშაო ადგილას სწორად ხვდებოდეს;
უსაფრთხოების შემდეგ კი ყურადღება უკვე ნიუანსებზე უნდა გავამახვილოთ!
ფერი ბავშვზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. აუცილებელია ოთახში სხვადასხვა ზონები - მაგალითად სამეცადინო, სათამაშო და დასვენების ზონა, სხვადასხვა ფერებით გამოყოთ. ამ ზონების გამოყოფა ბავშვს დისციპლინას მიაჩვევს.
ბავშვებს ძირითადად იატაკზე უყვართ თამაში, კარგი იქნება თუ შეძლებთ და იატაკის გათბობას გააკეთებთ და შეიძენთ ხალიჩას.
ბავშვის ოთახში ავეჯის მინიმალური რაოდენობა უნდა იდგეს, არ გადატვირთოთ ოთახი, თქვენს პატარას ხომ სარბენად და სახტუნაოდ საკმაოდ დიდი სივრცე სჭირდება - ავეჯით გატენილ ოთახში კი ამას ვერ შეძლებს.ავეჯის შერჩევისას გაითვალისწინეთ რომ თქვენი პატარა მათ არ მოუფრთხილდება. ავეჯის ან სხვა აქსესუარების შეძენისას შეარჩიეთ ისეთები, რომლებიც ადვილად იწმინდება და ირეცხება, მაგ სავარძელი გამოსაცვლელი ჩიხოლით, რომლის დასვრის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება ის გავრეცხოთ და ოთახში სისუფთავე შევინარჩუნოთ.
საბავშვო ოთახის გამოყოფისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს ნათელი, ღამისთვის კი დაამონტაჯეთ სხვადასხვა განათება, რადგან პატარებს სიბნელის ეშინიათ. ოთახში უსაფრთხოებისვის დააყენეთ დენის სპეციალური ჩამრთველები.
ოთახის მოწყობისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის მოთხოვნები და ინტერესებიც. ჩართეთ თქვენი შვილი თავისი ოთახის მოწყობაში, იხალისეთ, ერთად მოხატეთ ოთახი, შეარჩიეთ სათამაშოები, გააკარით სტიკერები და სხვა. ასეთი დამოკიდებულებით ბავშვს შეუყვარდება თავისი ოთახი და მშობლების ოთახიდან ხალისით გადავა თავის პატარა სამყაროში.