• როგორ გავხდეთ ეკო-მეგობრული?

როგორ გავხდეთ ეკო-მეგობრული?

ყოველდღიურად ჩვენი უწყინარი არჩევანი და ქცევები, შესაძლოა დიდ ზიანს აყენებდეს ეკოსისტემას და ხელს უწყობდეს ჰაერის დაბინძურებას. ეკოსითი გთავაზობთ 5 ეკო-მეგობრულ რჩევას, რომლის განხორციელება და ცხოვრების სტილად გარდაქმნა საკმაოდ მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და არ აზიანებს დედამიწას.

დაიხმარე ბუნებრივი “ჰაერის ფილტრები

ნასამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ არაერთი ოთახის მცენარე, როგორიცაა გერბერა დეიზი, მშვიდობის შროშანი და ინგლისური აივი, ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას.ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მცენარეები, ჰაერიდან ფილტრავენ მავნე ქიმიკატებს, საშიშ ნაერთებსა და ფოთლებში არსებული წვრილი ფორებით შთანთქავენ ტოქსინებს.თქვენს სახლში ან ოფისში ჰაერის ამ ბუნებრივი ფილტრების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს შიდა ჰაერის დაბინძურება და თავიდან აგაცილოთ ხშირი გაციება და სუნთქვის პრობლემები. ნასას კვლევის თანახმად, ჰაერის გამწმენდი სხვა სასარგებლო ჯიშებია ბამბუკის პალმა, აგლაონემა და დრაცენას ხეები.

უარი თქვი პოლიეთილენის პარკზე 

პოლიეთილენის ცელოფნები საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. ის ზრდის CO2 გამოყოფას, რაც აჩქარებს გლობალურ დათბობას. იწვევს ოკეანეების, ზღვების, ტბებისა და მდინარეების დაბინძურებას და ვნებს მასში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს. ბოსტნეულისა და ხილის მასში მოთავსება, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა დედამიწაზე ყოველწლიურად 500 მილიარდი ცელოფნის პარკი იწარმოება და ერთ წუთში 1 მილიონი პარკი იყრება ნაგავში, რომელთაგანაც მხოლოდ 1 % გადამუშავდება, დანარჩენი კი ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება და გარემოს აბინძურებს.პოლიეთილენის დაწვისას მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროს აბინძურებს, ამიტომ მათი განადგურების ერთადერთი გზა, ისე, რომ გარემო არ დააზიანოს, მისი გამოყენების შემცირებაა. ჩაანაცვლე პოლიეთილენის ცელოფნები ყოველდღიურად საყიდლებისთვის ნაჭრის მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებით და საგრძნობლად შეამცირებ დედამიწის დაბინძურებას.

გამოიყენეთ ეკო-პროდუქტები სახლის დალაგებისას

საწმენდი პროდუქტების უმეტესი ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს, რომლებიც საზიანოა გარემოსთვის. ბევრი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტანსაცმლის, ჭურჭლისა და სახლის გასაწმენდად, საბოლოოდ აზიანებს ჩვენს პლანეტას და მის ბიომრავალფეროვნებას.ქიმიკატები, როგორიცაა სარეცხი საშუალებები, კონსერვანტები ან ქაფიანი საშუალებები, ყველაზე მეტად ზიანს აყენებს ბუნებას. ამიტომ, თუ გსურთ ეკოლოიურად სუფთა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე გადასვლა, ზუსტად უნდა ავარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს სინთეზურ ინგრედიენტებს.


თბოიზოლაცია

თბოიზოლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. თბოიზოლაცია ამცირებს ენერგიის მოხმარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები წიაღისეული საწვავი იწვება ამ ენერგიის წარმოსაქმნელად. ეს, თავის მხრივ, ამცირებს დაბინძურებული აირების რაოდენობას, როგორიცაა ნახშირორჟანგი და გოგირდის დიოქსიდი ატმოსფეროში.


დაზოგე ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დაზოგვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ნახშირბადის ნაკადის შესამცირებლად. გამორთეთ ელექტროენერგია, მაშინ როცა არ გჭირდებათ და შეამცირეთ არამხოლოდ ჰაერის დაბინძურება, არამედ თქვენი კომუნალური გადასახადებიც. ასევე, ენერგიის დაზოგვა ხდება LED ნათურებით. ისინი ენერგიის 70%-ს სინათლეში გარდაქმნიან, რაც ბევრად ეფექტურია ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით, რომლებიც უამრავ ენერგიას ხარჯავენ სითბოს გამოყოფაში. ამასთან, კარგი ხარისხის LED-ნათურამ შეიძლება 15 წელზე მეტ ხან გაძლოს, რაც გარემოს ნაკლებად დააბინძურებს.

მსგავსი სტატიები