რა არის ეკო-რემონტი?
ეკო-რემონტის მდგომარეობით ბინის შეძენისას, თქვენ გბარდებათ ბინა სრული რემონტით, რომელშიც გამოყენებულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალები.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ 3 მზა დიზაინიდან ერთ-ერთი, რომლებიც შექმნილია მეტი დეველოპმენტის კვალიფიციური და პროფესიონალი დიზაინერების მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ბინა პირადად თქვენთვის შექმნილი ინტერიერის დიზაინით, შესაძლებლობა გეძლევათ ისარგებლოთ ჩვენი დიზაინერის ინდივიდუალური მომსახურების სერვისით.
რას მოიცავს ეკო-რემონტი?
სამზარეულო დაგხვდებათ მეტლახის იატაკით, მოპირკეთებული და შეღებილი კედლებით. დამონტაჟდება ჩაშენებული გაზქურა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი, გამწოვი და სამზარეულოს ნიჟარა.
სველი წერტილები მოპირკეთდება კაფელითა და მეტლახით. დამონტაჟდება უნიტაზი, ხელსაბამი და საშხაპე.
ჰოლში, მისაღებსა და საძინებლებში დაგხვდებათ ლამინირებული იატაკი, შეღებილი კედლები და ჭერი. დამონტაჟდება შიდა კარებები.
კომპანია თავიდან აცილებს დამკვეთს რემონტთან დაკავშირებულ დისკომფორტს და სრულად უძღვება მასალების შეძენისა და სარემონტო სამუშაოების პროცესს. შედეგად ბინის მფლობელი დასრულებულ და საცხოვრებლად უზრუნველყოფილ ბინაში გადადის.
თუ ბინის შერჩევისას თქვენთვის კომფორტი და მაღალი ხარისხი პრიორიტეტულია, მეტი დეველოპმენტი გთავაზობთ ეკო-რემონტს თეთრი კარკასის ფასად! გადმოდი ეკოსითის დასრულებულ ბინაში და იცხოვრე მშვიდ და თანამედროვე გარემოში.