მეტი დეველოპმენტი ქართულ ბაზარზე 3 წელია არსებობს. მას თბილისში 7 დასრულებული და შესახლებული პროექტი აქვს.
ამჟამად, კომპანიის მიერ ხორციელდება 3 მრავალფუნქციური ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა: ეკოსითი სამგორი, ეკოსითი კრწანისი და ეკოსითი დიღომი.
პროექტები გარემოცულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანებით, რაც საბოლოო ჯამში ჰქმნის ეკოლოგიურ უბნებს. კომპანიის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ეკოლოგიაზე ზრუნვა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.